დიღმის მასივში ავტომობილი ორ მოქალაქეს დაეჯახა

საგანგებო რეჟიმში მუშაობს ამ წუთებში ყვარლის რაიონული საავადმყოფოდიღმის მასივში ავტომობილი ორ მოქალაქეს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაჩერებაზე მდგომი ქალი და 14 წლის მოზარდი დაშავდა. ორივე დაშავებულს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება. ისინი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ კლინიკაში არიან გადაყვანილი.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიამომრჩეველთა რაოდენობის სხვაობა იქნება 10-15 პროცენტის ფარგლებში და არა მეტი
შემდეგი სტატიაყირიმის გადაცემა უკრაინაზე–სოციალურ ქსელში დოკუმენტი გამოჩნდა