დიღმის მასივში ასფალტის საფარი 7 069 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურა 7 069 კვ.მფართობზე მოაწესრიგა.

ჯამში, ასფალტის საფარი რვა მისამართზე დაიგო. ასფალტის საფარი მოწესრიგდა ტერევერკოს ქუჩის N36-ის ეზოში და ტროტუარებზე, ბელიაშვილის ქუჩის N68-ში, ლუბლიანას ქუჩის N11/3-ში, დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 და მე-14 კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის მესამე კვარტლის პირველ და პირველ ა კორპუსების მიმდებარედ. ამორტიზებული ტროტუარები პაიჭაძის ქუჩაზე სრულად შეიცვალა და ქვეითებს გადაადგილებაში პრობლემა აღარ ექმნებათ.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 319 395 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ ასრულებს.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძე და ეკა ხოფერია საბერძნეთის (კუნძულების) UNESCO-ს პრეზიდენტს შეხვდნენ
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ეროვნულ გვარდიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა