დიღმის მასივში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაშავებული გადაიყვანეს ცოტა ხნის წინ კლინიკაში. 75 წლის ქალბატონი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი და მას პირველადი კვლევები უტარდება.

აფეთქების დროს, 5 დაშავებულიდან ყველაზე მძიმედ 21 წლის მამაკაცია, რომელსაც სხეულის 35%-იანი დამწვრობა აღენიშნება. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში, მძიმე შოკურ მდგომარეობაშია მოთავსებული.

აფეთქების დროს დაშავდა 7 თვის ჩვილიც, რომლის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ისინი სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები.

banner
წინა სტატიაშიიყო ძლიერი გაზის სუნი, დავრეკე 114 -ში, არავინ მოსულა – დიღომში მომხდარი აფეთქების დეტალებს ადგილობრივები ყვებიან
შემდეგი სტატიამოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რომ კუსტარულად დამზადებული გაზის გამათბობელი დიდი პრობლემაა