დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, ავტოფარეხების ნაცვლად, სკვერი მოეწყობა

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, უსახური ავტოფარეხების ადგილზე მოსასვენებელი სივრცეების მოწყობის შესახებ, დიდუბის რაიონის მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ამჯერად, დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-17 და მე-18 კორპუსების მიმდებარედ მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს 14 ავტოფარეხის დემონტაჟი. სანაცვლოდ კი, მათთან შეთანხმებული პროექტით, დიდუბის გამგეობა მოსასვენებელ სივრცეს მოაწყობს. მსგავსი პროექტი რაიონში უკვე მეშვიდედ ხორციელდება.

ტერიტორია 1 300 კვ.მ ფართობს შეადგენს და პროექტის მიხედვით, მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე: საბავშვო ზონა, დეკორატიული ბილიკები, განათების სისტემა, საპარკე ავეჯი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ამასთან, მიმდებარედ არსებულ სივრცეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ფარეხების დემონტაჟის პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, გამგებლის მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო. მამუკა ვეკუამ მოსასვენებელი სივრცის პროექტის დეტალები მოსახლეობასთან ერთად განიხილა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ქოლ-ცენტრების უკან, სავარაუდოდ, დგას ბატონი კეზერაშვილი, ეს არ გავრცელებული ჭორი, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, მათ შორის უცხოურ მედიაშიც
შემდეგი სტატია“თაიმერის” ჟურნალისტი სააკაშვილს: ჩვენ, დაახლოებით 80 ადამიანი, შენს საშინელებას გაქცეულები პოლონეთში კრიმინალებივით ჩაგვყარეს ციხეში