დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში მოსასვენებელი სივრცე მოეწყოდიდუბის რაიონში მოსასვენებელი სივრცეებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოწყობა გრძელდება.

გამგეობამ შესაბამისი სამუშაოები დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში, მე-13 კორპუსის მიმდებარედ, 500 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა სახის  ინფრასტრუქტურული სამუშაო განახორციელა.

მათ შორის, გაკეთდა ფერადიბილიკები, განთავსდა საპარკე ფურნიტურა, მოეწყო განათების სისტემა. სივრცეში პატარებისთვის გასართობი ზონა მოეწყო.

გარდა ამისა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაიგო რულონური ბალახი დადამონტაჟდა სარწყავი სისტემა.მოსასვენებელი სივრცე ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა და მათთან შეთანხმებული პროექტით მოეწყო. სივრცე გათვლილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.

სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „მ.მ“განახორციელა, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 105 578 ლარი გამოიყო.  დასრულებულ პროექტს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, პარლამენტის დეპუტატ, ირმა ზავრადაშვილთან ერთად გაეცნო

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი მერობის კანდიდატებზე: ჩვენი საერთო პოზიციაა, რომ მნიშვნელოვანი ერთიანობა
შემდეგი სტატია“პარტიებმა, რომლებმაც ხმა მისცეს „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვას, დაამთავრეს ოპოზიციური სტატუსით მანიპულირება”