დიღმელაშვილი-დღე და ღამ აქ ვიქნებით, ჩატარდეს პროპორციული არჩევნები გარდამავალი მთავრობით

“გაცოცხლდა სლოგანი – ერთად ერთის წინააღმდეგ” – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის “სირცხვილია” ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ლეიბორისტულ პარტიაში ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და ინტერესთა ჯგუფთან ერთად იქმნება ეროვნული თანხმობის კომიტეტი პრინციპით – ყველა მინუს ივანიშვილი.

“ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს. ეს პროპორციული არჩევნები ოღონდ ჩატარდება ბიძინა ივანიშვიილის და მისი ფულით შეზელილი გუნდის გარეშე, გარდამავალი მთავრობის პირობებში.

მოვახერხეთ კონსენსუსი ყველა ინტერესთა ჯგუფმა, საზოგადოებრივმა ორგანოზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და გაცოცხლდა სლოგანი – ერთად ერთის წინააღმდეგ. შედგება ეროვნული თანხმობის კომიტეტი პრინციპით – ყველა მინუს ივანიშვილი, რომელიც უზრუნველყოფს ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარებას, ეს არ არის ჩვენი მოთხოვნა, ეს არის ჩვენი გენგეგმა. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე იმართება პერმანენტული აქციები, არ ვიშლებით, აქ დავბანაკდებით, დღე და ღამ აქ ვიქნებით, სანამ არ გამოვგლიჯავთ ჩვენს სამშობლოს პლუტოკრატს, ოლიგარქს და რუსეთის დამქაშებს” – თქვა დიღმელაშვილმა.