14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

„დიემჯი ჯგუფი” ოფიციალურად აანონსებს ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკებისა და „ლაგუნა ვერეს“ საკუთრებაში გადასვლას

„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს.

პროექტის მიზანია წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი სივრცის რეაბილიტაცია და მისი ქალაქის ურბანულ იერსახეში ჰარმონიული ინტეგრირება.

ახალი პროექტის ფარგლებში, რომლის არქიტექტურულ კონცეფციაზეც მსოფლიოში აღიარებული ესპანური სტუდია Bofill Taller de Arquitectura იმუშავებს, საცხოვრებელ სახლებთან ერთად გათვალისწინებულია:

„ლაგუნა ვერეს“ აღდგენა – ისტორიულ ფუნქციასთან ერთად, სივრცე დაუბრუნდება თბილისს;
1 ჰექტარი რეკრეაციული ზონის აღდგენა და ახალი ნარგავებით გამდიდრება;
აბრეშუმისა და თამბაქოს ყოფილი ფაბრიკების ტერიტორიებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარამდე აღწევს. მშენებლობის და შემდგომ პერიოდში კომპანია 1 000-მდე ადგილობრივი სპეციალისტის დასაქმებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტური ეთიკის ქარტია: მოვუწოდებთ შსს-ს გამოიძიოს ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე გახშირებული თავდასხმები
შემდეგი სტატიაკალაძე: რუსეთის მიმართ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შეიცვალა