დიეგო მარადონასთან გამოთხოვების დროს, ფანებისა და პოლიციის შეჯახება მოხდა

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში მიმდინარეობს ლეგენდარულ დიეგო მარადონასთან გამოთხოვება.

ათასობით გულშემატკივარმა, რომელიც ცერემონიაზე მივიდა, გიგანტური რიგი შექმნა და ზოგიერთ ადგილას დაიწყო შეტაკებები პოლიციასთან. დამწუხრებულმა ფანებმა სიმჭიდროვისგან ბარიერები გაარღვიეს და ამის შემდეგ გამოიყენა პოლიციამ ძალა.

დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის გამო, არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშისერბეთის პრეზიდენტი – ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კატასტროფული სცენარით ვითარდება
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა სამი პაციენტი