დიეგო კოლასი – ვფიქრობ, მნიშვნელოვანია და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ღირსების უფლება

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ღირსების უფლება, ჩვენ ვაკვირდებით და მონიტორინგს ვუწევთ ამ საკითხის, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დიეგო კოლასმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოსავლის პოვნა მოხდეს.

„ჩვენ ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით ევროპულ სტანდარტზე. არსებობს ევროპული სტანდარტები ციხეში პატიმრებისადმი მოპყრობაში, დაუბრკოლებელი დაშვება ადვოკატების, ექიმების, რომლებსაც ენდობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის მარტივი გასაკეთებელი, თუმცა ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ვფიქრობ, სახალხო დამცველმა გააკეთა გარკვეული შეთავაზებები. ის ცდილობს, იპოვოს გამოსავალი. ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ გამოსავლის პოვნას, რომ სწორად გავუმკლავდეთ ამ საკითხს, რათა უზრუნველყოთ, რომ ჯანდაცვის, უსაფრთხოების ღირსების უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა კოლასმა.

ელჩს ასევე კითხვა დაუსვეს, რომ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი კრიტიკულად აფასებს აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მოსაზრებას, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მთავრობამ სახალხო დამცველის რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს“.

როგორც დიეგო კოლასმა აღნიშნა, რომ ეთანხმება კელი დეგნანის მოსაზრებებს.

„ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხს სწორად ესმოდეს. მე ვეთანხმები კელი დეგნანს და ვიცი, რომ ის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს. ასევე, მხარს ვუჭერ ყველა პატიმრის უფლებას, ღირსებას, უსაფრთხოებას საქართველოში, მათ შორის ამ პატიმრის ჩათვლით. ასევე ვეთანხმები, რომ სახალხო დამცველი აკეთებს ძალიან კარგ საქმეს, რადგან ცდილობს, გადაწყვეტილების გამოტანას და ეს მნიშვნელოვანია, რომ იყოს გამოსავალი“.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გვჭირდება კვალიფიციური დასკვნა, რომელსაც ყველა ენდობა
შემდეგი სტატიასაქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს