დიეგო კოლასი: „ბორდერიზაცია“ დესტაბილიზაციის რისკსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი 28 მაისს გამართულ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომას ეხმიანება, რომელზეც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.

„ეუთო-ს მუდმივი საბჭოში გუშინ გამართული განხილვების გათვალისწინებით, საფრანგეთს სურს, დაადასტუროს თავისი პოზიცია საქართველოს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ წინააღმდეგ, რაც დესტაბილიზაციის რისკსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის“, – წერს დიეგო კოლასი „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული მხარდაჭერა
შემდეგი სტატიაზუგდიდში გამოკვლეული 122 ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია