დიეგო კოლასი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის და ასევე მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან იყოს ერთგვარი ვალდებულებები

პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი გაიმართა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და კანდიდატის სტატუსზე.

შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა, რომ საინტერესო დისკუსია გაიმართა.

ელჩმა ასევე განაცხდა, რომ წინასწარ პროგნოზს ვერ გააკეთებს წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებულ საკითხზე.

„გვქონდა დისკუსია რამდენიმე ელჩთან ერთად. მე და ჩემს რამდენიმე კოლეგას პარტია „ლელოსთან“ ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა. ვფიქრობ, კარგია, რომ პოლიტიკური პარტიები კითხვებს სვამენ, სამოქალაქო საზოგადოებებიც იმავეს აკეთებენ, აწყობენ პლატფორმებსა და დისკუსიებს. ეს ძალიან დიდი პოლიტიკური საკითხია საქართველოსთვის და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავცვალოთ და გამოვხატოთ საკუთარი შეხედულებები, მოვისმინოთ ქართული პოლიტიკური ძალების სათქმელი.

არ ვაპირებ მომავალზე პროგნოზის გაკეთებას. განხილვის პირობები სრულად განსაზღვრულია, რადგან გაკეთებულ წინადადებაზე კომისიის დასკვნა დადგინდება. მოგეხსენებათ, ჯერ კომისიის შეფასებაა, რომელიც წინადადებას დებს მაგიდაზე და ამის მიხედვით განიხილავს. ვიდრე ამას არ დავინახავთ, როგორ გვთავაზობს კომისია კითხვარს. სპეკულირება იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს განხილული და რა მისიები იქნება განსახილველი, ცოტა რთულია. ასე რომ, ამ ეტაპზე არ ვარ მზად შემდგომი კომენტარების გასაკეთებლად, მაგრამ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ მაგიდაზე ბევრი შესაძლებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მზადაა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან ერთგვარი ვალდებულებები იყოს“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

banner
წინა სტატიაშიდანილოვი: ახლა ჩვენ გვაქვს 1200 კმ ფრონტი და ასეთი სიგრძის კონტროლი უკიდურესად რთულია
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა