დიდუბის რაიონის მოსახლოებას 7 ახალი სკვერი ექნება

SONY DSC

აღმაშენებლის გამზირ N181-ში, გოგოლაურის ქ. N18-ში, წერეთლის გამზირ N87-79-ს შორის, ახმატელის ქ. N6-ში, ლუბლიანას ქუჩა N.11-ში , ასევე დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-14-სა და მე-5 კვარტლის მე-20 კორპუსებთან სკვერების მოწყობის სამუშაოები პროექტის მიხედვით მიმდინარეობს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიები დასუფთავდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნაგვისგან, განხორციელდა დაზიანებული ბორდიურების დემონტაჟი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრანიტის ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოები. სკვერების ტერიტორია შემოისაზღვრება ლითონის ღობით, დამონტაჟდება გარე განათების ბოძები, დაიდგმება საპარკე სკამები და სანაგვე ურნები, ასევე სასმელი წყლის სოკოები.

სკვერებში პატარებისთვის გასართობი ზონაც იქნება. კაუჩუკის ხელოვნურ საფარზე დამონტაჟდება გასართობი საბავშვო ატრაქციონი სასრიალოებით, კარუსელითა და საქანელებით.

სკვერებში სამუშაოების დასრულების შემდგომ, დიდუბის მოსახლეობას დამატებით 7 ახალი კომფორტული მოსასვენებელი ზონა ექნება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის საფლავი გვირგვინით შეამკო
შემდეგი სტატიატაივანზე ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა