დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძული შემცირდება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა წერეთლის გამზირზე, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძულის შევიწროვების ხარჯზე, გზის გაფართოების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
კუნძული 4 მეტრით შემცირდება და პროექტის მიხედვით, ოვალის ფორმას მიიღებს. ქვაფენილის ნაცვლად, რომლიც დემონტაჟიც უკვე განხორციელდა, დიდუბის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების ღონისძიებებს განახორციელებს.

ამ ეტაპზე ბორდიურების მოხსნისათვის და გამწვანების სამუშაოების დასაწყებად საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია დიდუბის მეტროსთან, წერეთლის გამზირზე ავტომობილების გამტარუნარიანობის გაუმჯობესება და საცობების შემცირება.

სარეკონსტრუქციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „აღმაშენებელი“ აწარმოებს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დეფაქტო გენერალურმა პროკურორმა ალექსეი ლომიამ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაNDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი : ,,კვლევისას ძირითადად ფოკუსირება ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე გაკეთდა”