დიდუბის გამგეობამ ასფალტის საფარი 22 281 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა

დიდუბის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წლის განმავლობაში, 45 მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა 22 281 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა.

სამუშაოები განხორციელდა, როგორც თბილისური ტიპის ეზოებში, ასევე, შიდა კვარტალურ გზებზე. ასფალტის საფარი 32 თბილისური ტიპის ეზოსა და 13 შიდა კვარტალურ გზაზე მოეწყო.

პროექტის მიხედვით, ასფალტის დაგებასთან ერთად, ყველა მისამართზე მოწესრიგდა დაზიანებული ტროტუარი და ბორდიური.

მსგავსი ტიპის პროექტებისთვის 2021 წლის ბიუჯეტიდან 1 030 000 ლარი გამოიყო.

დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია: ისე გამოდის, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იტანჯება
შემდეგი სტატიადუმბაძე შეთანხმების ანულირებაზე: დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ იყო