27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

დიდუბეში, სატვირთო მანქანიდან, რომელსაც რკინის კონსტრუქცია დაეცა, მაშველებმა ერთი პირი გამოიყვანეს

თბილისში, დიდუბეში სატვირთო მანქანას რკინის კონსტრუქცია დაეცა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანას რკინის კონსტრუქციები დაეცა, რომლითაც დატვირთული იყო. კერძოდ, თვითმხილველების ცნობით, სატვირთოს მძღოლმა დაამუხრუჭა, რა დროსაც, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ავტომობილს გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მისივე კაბინას დაეცა.

როგორც ცნობილია, მაშველებმა მანქანიდან სატვირთოს მძღოლი გადმოიყვანეს, თუმცა ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

banner
წინა სტატიაშიბოლივიის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
შემდეგი სტატიამძღოლი, რომლის სატვირთო მანქანასაც რკინის კონსტრუქცია დაეცა, დაიღუპა