დიდუბეში ორი მამაკაცი დაჭრეს

დიდუბეში ორი მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ ღამით ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა, თუმცა, მსუბუქი დაზიანებების გამო ექიმებმა ისინი მალევე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიდუბაის პრინცი მძღოლს სატვირთოს ქვიშიდან ამოყვანაში დაეხმარა
შემდეგი სტატიათელავში იარაღის უკანონო ტარებისთვის ერთი პირი დააკავა