დიდუბეში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება

დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში რამდენიმე ტიპის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ბაგრატიონის ქუჩის N69, N71-სა და 73-ში დაზიანებული წყალარინებისა და წყლის სიტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

დიდუბის რაიონის გამგეობამ ანალოგიური ტიპის სამუშაო ოთხ ამხანაგობას დაუფინანსა, რითაც მოსახლეობას მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარდება.

უახლოეს პერიოდში სამუშაოები დაიწყება ქურდიანისა და ყიფიანის ქუჩების N18-ში, ბაგრატიონის ქუჩის N25-27-სა და თამარ მეფის გამზირის N28-30-ში.

მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობამ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 15 ამხანაგობაში განახორციელა და სამუშაოები 139 679 ლარით დააფინანსა.

სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუში “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ბელქანია წარუდგინა
შემდეგი სტატიასამინისტრო: დისტანციურზე გადასვლა შეეხება მათაც, ვინც სწავლა უკვე დაიწყო