დიდთოვლობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია

news
ავტ.: news დეკემბერი 20, 2016 10:43

დიდთოვლობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია

დიდთოვლობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია, – ამის შესახებ აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი ცნობით, შეფერხება შეეხო ბუდაპეშტის, ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას.
”მგზავრები გადაყვანილნი არიან აეროპორტის ტერმინალის შენობაში. ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას. განახლებულ ინფორმაციას შეიტყობთ ჩვენი გვერდის მეშვეობით.
შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ აეროპორტის ცხელ ხაზზე: 0341 23 70 00”, – ნათქვამია განცხადებაში.

news
ავტ.: news დეკემბერი 20, 2016 10:43

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics