დიდთოვლობის გამო პრობლემები შეექმნათ მცხეთის რაიონის მცხოვრებლებს

დიდთოვლობის გამო პრობლემები შეექმნათ მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიათკარის მცხოვრებლებსაც.

ტელევიზიის ყოფილ შენობაში შესახლებული დევნილები სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის გაწმენდას ითხოვენ. დევნილებს უახლოეს სასიცოცხლო პუნქტამდე მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ.

ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ და გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყებას მოითხოვენ. ხელისუფლება სოფლის მცხოვრებლებს ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე პრემიერის უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაესწრების გადაწყვეტილებას მიესალმება