დიდთოვლობის გამო ოზურგეთში რამდენიმე შენობა დაზიანდა

გურიაში ოთხდღიანი გადაუღებელი თოვის შედეგად, მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია, ქალაქსა და დაბლობში კი ნახევარ მეტრზე მეტია.

უხვმა ნალექმა ადგილობრივ მოსახლეობას არა მარტო გადაადგილების, არამედ ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების კუთხითაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე უბანი ელექტროენერგიიის გარეშე იყო დარჩენილი.

გარდა ამისა, დაზიანდა რამდენიმე შენობა. ძველი საავადმყოფოს შენობის ერთ ნაწილზე სახურავი ჩამოინგრა, ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკში კი ერთ-ერთი ატრაქციონი, ე.წ ავტოდრომი ჩამოინგრა.

პრობლემურ ლოკაციებში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.

ჭანუყვაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ყველა რესურსს იყენებს პრობლემის აღმოსაფხვრელად და მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, “ენერგო პრო ჯორჯიას” თანამშრომლები დაზიანებულ უბნებზე ამ წუთებშიც მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ღვინიაშვილი: თანხები ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის და იმის იმედად არიან, როდის დათბება და თოვლი დადნება
შემდეგი სტატიაგიორგი ამაშუკელი რეგიონებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა