დიდთოვლობის გამო ბათუმში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

ინტენსიური თოვის გამო ბათუმის ქუჩებში გადაადგილება შეზღუდულია. უწყვეტ რეჟიმში გზის გაწმენდის სამუშაოების მიუხედავად, საავტომობილო მოძრაობა მაინც შეზღუდულად ხორციელდება.

შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. ამ დროისთვის ელექტროენერგია მახინჯაურში მცხოვრებ 200 აბონენტს არ მიეწოდება. დიდთოვლობის გამო უვკე მეორე დღეა ბათუმის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი, საბავშვო ბაღებში კი სააღმზრდელო პროცესია შეჩერებული.

“გამწვანების სამსახური აგრძელებს შემოვლებს მთელი ქალაქის მასშტაბით. დილიდან თოვლისგან გაიწმინდა ხეები ბაგრატიონის, ჯავახიშვილის, რუსთაველის, გორგილაძის, ლუკა ასათიანის, დემეტრე თავდადებულის, ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე. ამჟამად ხეების დაბერტყვის სამუშაოები გრძელდება მელიქიშვილის, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის ქუჩებზე. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე თოვლმა ევკალიპტის ხე წააქცია. უკვე განხორციელდა ტერიტორის დასუფთავებისა და საშეშე მერქნის დასაწყობების სამუშაოები“, – განაცხადა ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა.

banner
წინა სტატიაშისიდნეის ერთერთ ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიაპრემიერის დავალებით გიორგი ამაშუკელი რეგიონებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა