დიდთოვლობის გამო ბათუმის აეროპორტი შეზღუდვებით მუშაობს

დიდთოვლობის გამო ბათუმის აეროპორტში შეზღუდვებით მუშაობს. იფნორმაცია ამის შესახებ რუსთავი2-ს TAV Georgia-ში დაუდასტურეს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, დღეს დაგეგმილი ერთი რეისის შესრულება ვერ მოხერხდა. უცნობია, როდის შესრულდება გაუქმებული რეისი.

ფრენა ბათუმიდან სტამბულის მიმართულებით ხვალაც არის დაგეგმილი. თუმცა უცნობია, შესრულდება თუ არა ეს რეისიც.

TAV Georgia-ში არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, როდის მოხდება ასაფრენი ზოლის გაწმენდა. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდება.

banner
წინა სტატიაშიდამტკიცებულია ფიფას საპრეზიდენტო კანდიდატთა სია
შემდეგი სტატიაადლიაში 100-ზე მეტ მოსახლეს ელექტროენერგია არ მიეწოდება