5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

დიდთოვლობამ ეროვნული ბოტანიკური ბაღი დააზიანა

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დიდთოვლობის შედეგად დაზიანდა.

როგორც ბაღის ადმინისტრაცია აცხადებს,  ვიზიტორთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ბაღი 3 და 4 მარტს დაიკეტება!

სამწუხაროდ, დიდთოვლობამ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია. დაგროვებულმა თოვლის სქელმა საფარმა მძიმე შედეგი გამოიწვია, დაზიანდა უნიკალური მცენარეები და მნიშვნელოვანი ექსპონატები.
ამ ეტაპზე ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია და შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია, მიმდინარეობს დაზიანებული ტერიტორიების გაწმენდა, ასევე ვიზიტორთა გადაადგილებისთვის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შემუშავება.
სტიქიის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ საჭირო გახდა ბაღის ყველა სამსახურის სრული მობილიზება და საგანგებო რეჟიმში მუშაობა. ზიანის შეფასება და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
აღნიშნული მოვლენა ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და აღდგენით სამუშაოებს მნიშვნელოვანი დრო და რესურსი დასჭირდება.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია გაცნობებთ, რომ ვიზიტორთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ბაღი მომდევნო ორი დღის განმავლობაში დროებით დაიკეტება!

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია პრევენციული მიზნებით, რათა სრულად განხორციელდეს სარეაბილიტაციო და უსაფრთხოების სამუშაოები

სამუშაოების დასრულებისთანავე ის უბნები, სადაც ამჟამად გადაადგილება დროებით შეზღუდულია, ეტაპობრივად დაუბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს”,_ აცხადებს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი.

banner
წინა სტატიაშიაიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონი განმარტავს, რატომ დაასანქცირეს “იმედი” და “პოსტ ტვ”-ი