დიდთოვლობა წალენჯიხაში – საგანგებო შტაბს გიორგი ხარჩილავა ხელმძღვანელობს (ვიდეო)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი მუშაობს.
შტაბში მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მერის მოადგილეები შედიან.
შტაბს დისტანციურად მერი გია ხარჩილავა ხელმძღვანელობს.
კოორდინირებულ მუშაობაში ასევე ჩართულია ენგურჰესის ადმინისტრაცია. მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა.
მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, მიმდინარეობს ხარვეზების აღმოფხვრა.
შეფერხებით მუშაობს სატელეფონო კომუნიკაცია და ინტერნეტი.

https://youtu.be/pfvWu9zdlzk

https://youtu.be/0fyXPZvybFQ

 

banner
წინა სტატიაშილისის ტბა გაიყინა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 4 797 თბილისში გამოვლინდა, 1 184 აჭარაში, 859 იმერეთში