თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგებს ებრძვიან მარტვილში.
მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს, თითქმის, 40 საათია ელექტროენერგია არ მიეწოდება. ასევე, ჩვენი ჟურნისტი ადგილიდან იტყობინება, რომ მარტვილის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდებაც შეუწყდა.
როგორც სოფელ სალხინოს მკვიდრი ნ.ს “თაიმერთან” საუბარში განმარტავს, ოჯახები რომლებიც ბუნებრივი აირის გამათბობელზე იყვნენ დამოკიდებული, ზამთრის ამ, ცივ დღეებში გათბობის გარეშე არიან დარჩენილები.
ჩამოთვლილ პრობლემებს ემატება ისიც, რომ მუნიციპალიტეტში შიდა გზებიც არ არის გაწმენდილი თოვლისგან, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.
“მოგეხსენებათ, წინა საახალწლო დღეებია, არც შუქი გვაქვს, არც გაზი. აქ, უმეტესობას გაზის გამათბობლები გვაქვს, ასეთ სიცივეში გათბობის გარეშე დავრჩით. გზებიც დათოვლილია და გადაადგილებაც ჭირს. მერიის თანამშრომლებიც ხომ ცხოვრობენ ამ ქალაქში და ნუთუ, მათ არ აწუხებთ ეს პრობლემები, ამ გზებზე ისინიც ხომ გადაადგილდებიან?! რეაგირებას ვერ ვხედავთ”, – ამბობს “თაიმერთან” ერთ-ერთი ადგილობრივი.
ავტორი: აკო ქიქავა














