დიდთოვლობა აჭარაში – ბათუმში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწია

ძლიერი თოვაა დილიდან ბათუმშიც. ამ დროისთვის თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწია. მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები, თუმცა ტრანსპორტი შეუფერხებლად მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილდება.

თოვლმა პრობლემები შექმნა ქობულეთში, სადაც მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 8 სანტიმეტრს მიაღწია. პარალიზებულია სოფლებისკენ მიმავალი გზები. თითქმის, 6 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 10 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

თოვლია აჭარის მთიანეთშიც, თუმცა ამ დროისთვის ცენტრალური ავტომაგისტრალი ჩაკეტილი არ არის. დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი მაღალმთიანეთის 10 საჯარო სკოლაშიც შეწყდა.

banner
წინა სტატიაშიბუნებრივი აირის გაჟონვას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით GWP მოსახლეობას აფრთხილებს