“დიდოსტატის მარჯვენა” და თადუმაძე-ცოტნე გამსახურდია თადუმაძეს პასუხობს

“დიდოსტატის მარჯვენა” და თადუმაძე

დღეს უდიპლომო აფერისტი, ბიძინეს ჯიბის პროკურორი ვინმე შალვა თადუმაძე გამოვიდა და თითქოს თავი გაიმართლა: აქაოდა, იმიტომ არ ვუოასუხე რომან გოცირიძეს, რომ “დიდოსტატის მარჯვენა” კიარა, არამედ “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა” არისო კონსტანტინე გამსახურდიას ისტორიული რომანის სახელი.

არ ვიცი, ალბათ თადუმაძის დიპლომში რომ უნივერსიტეტია მოხსენიებული, რაღაც სხვა ენაზე ასწავლიდნენ, მაგრამ ქართულ ენაზე “დიდოსტატი-ს კონსტანტინე-ს მარჯვენა” უბრალოდ კორექტურული შეცდომაა, რაც ქართულ ენაზე მოსაუბრემ თუ არ უნდა იცოდეს, შინაგანად უნდა გრძნობდეს მაინც. ვინაიდან, მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნების წესების თანახმად ქართულ ენაში მსაზღვრელ სახელს ნათესაობითსა და მოქმედებითში დაერთვის მხოლოდ ბოლოსართი –ი – მაგალითად, მაღალ-ი კაც-ის, დიდი კონსტანტინე-ს, დიდოსტატი კონსტანტინე-ს, მაღალ-ი სახლ-ით, შორი გზ-ით, და ა.შ.

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა უვიცობაში გამოგიჭირეს, გუგლში ჩაიხედე, მაგრამ საკითხის არცოდნის გამო სიტუაციაში სწორად ვერ გაერკვიე. ასე ხდება, როდესაც ივანიშვილის ლაქიობის გარდა სხვა კვალიფიკაცია არ გაგაჩნია, ლინგვისტიკასა თუ იურისპრუდენციაზე რომ აღარ ვთქვათ რამე…” -წერს ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – მეთიუ ბრაიზას განცხადებას პრივიტივიზმის ხაზი გასდევს
შემდეგი სტატიაშალვა თადუმაძე – სამართლებრივი განმარტება გავაკეთე დიპლომთან დაკავშირებით, თუ ვინმემ ვერ გაიგო, შეუძლია, გადაახვიოს