13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებს, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა.

„დღევანდელი პაკეტი მოიცავს შვიდ ფიზიკურ პირს, მათ შორის საქართველოს ოთხ მოქალაქეს, რომლებიც კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ, დაწყებული რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაციით და დამთავრებული ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებაში მსახურებით“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

სანქციების სიაში მოხვდნენ: ნიკოლოზ მჟავანაძე, გიორგი ირემაძე, მამუკა ფიფია და პაატა აბულაძე.

banner
წინა სტატიაშისუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე ნახევარ მილიონ ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: შეწყვიტეთ მოთქმა, ქოთქოთი და იფიქრეთ იმაზე, მე რომ თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ