3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

დიდმა ბრიტანეთმა სახელისუფლებო არხები TV იმედი და პოსტ TV დასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა სახელისუფლებო არხები TV იმედი და პოსტ TV დასანქცირა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

სანქციის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები გახდა.

დაკისრებული სანქციები ასე გამოიყურება:
აქტივების გაყინვა,
სანქციები ტრასტის სერვისებისთვის,
დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.

ის განზრახ ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ მის აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია განთავსებული, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში ან ძირს უთხრის/საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას”- ვკითხულობთ განმარტებაში.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინკსი: შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია გარკვეულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: რეკლამას ვინ მიიტანს, კარგად დავაკვირდეთ, მეგობრებო