დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. ლონდონმა აკრძალა რუსეთში თვითმფრინავების საწვავის, საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდება, რომლებიც დაკავშირებულია ნავთობთან და მის გადამუშავებასთან. დიდი ბრიტანეთი ასევე კრძალავს რუსეთში გირვანქა სტერლინგის ექსპორტსა და გამოყენებას.

უფრო კონკრეტულად, აიკრძალა:

“ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული ყველაფრის გაყიდვა, მიწოდება ან რუსეთისთვის გადაცემა;
თვითმფრინავის საწვავის ან საწვავის დანამატების პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება;
რუსეთში წარმოებული შემოსავლის მომტანი საქონლის იმპორტი, შეძენა, მიწოდება;
ფუნტი სტერლინგისა და ევრო ბანკნოტების მიწოდება ან გადარიცხვა რუსეთში ან რუსეთთან დაკავშირებულ პირებთან;
საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ტექნოლოგიების გაყიდვა, გადაცემა, მიწოდება.”

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი იოახიმ კუსი – 20 წლის წინ მოხდა ვარდების რევოლუცია და რატომ არ შეიძლება კვლავ მოხდეს? არის რაღაცები, რაც ხალხმა უნდა გააკეთოს, ჩვენ ვერ შევცვლით შიდა პოლიტიკურ ვითარებას