11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

დიდმა ბრიტანეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, ბრიტანეთმა დაასანქცირა მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“.

„რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრებისადმი უპატივცემულობაში გამოიხატება. მათ შორისაა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – ოკუპაციის გაგრძელება.

დიდი ბრიტანეთი გმობს რუსეთის მცდელობებს, გაამყაროს საკუთარი უკანონო კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მათ შორის, 18 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებისა“ და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების მეშვეობით.

დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი ქმედებების გამო“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

მარატ კამბოლოვი ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტია“, ალან გაგლოევი – „ყოფილი პრეზიდენტი“, ხოლო სერგეი ტოლმაჩოვი – რუსი პოლიტტექნოლოგი.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: გვაქვს საბრძოლო მასალა, რომელზეც ზელენსკიმ უარი თქვა
შემდეგი სტატიანუნუკა თამაზაშვილი ფოტოს აქვეყნებს, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან ერთად ჩანს