დიდმა ბრიტანეთმა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი, RONAPREVE-ი დაამტკიცა

გაერთიანებული სამეფოს წამლის და მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ Regeneron-ისა და Roche-ის წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო, სამკურნალო პრეპარატი, Ronapreve-ი დაამტკიცა.

მარეგულირებლის [MHRA] განმარტებით, სამეცნიერო კვლევებმა და კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ხელს უშლის ვირუსის მწვავე ფორმებში გადასვლას და ამცირებს COVID-19-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რისკებს.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, Ronapreve-ი კიდევ ერთი იარაღი იქნება ვირუსთან ბრძოლის არსენალში, თუმცა ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს ვერ ჩაანაცვლებს და მხოლოდ დამხმარე საშუალებად უნდა იქნეს განხილული.

პრეპარატი აშშ-ში REGEN-COV-ის სახელითაა ცნობილი და მისი მიღება ინიექციის ან ინფუზიის გზითაა შესაძლებელი.

Ronapreve / REGEN-COV-ს მსოფლიოს მასშტაბით 20 ქვეყანაში აქვს საგანგებო ავტორიზაცია მიღებული, მათ შორის: აშშ-ში, იაპონიაში, კანადაში, შვეიცარიაში, ინდოეთში, ევროკავშირის ზოგ ქვეყანასა და ახლა უკვე დიდ ბრიტანეთში.

banner
წინა სტატიაშიიან კელის და დევიდ კრამერის წერილი საქართველოზე-საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია
შემდეგი სტატიადაწესებულებები, სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეგიძლიათ