დიდმა ბრიტანეთმა 25 მლრდ გირვანქა სტერლინგის რუსული აქტივები გაყინა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა საერთო ჯამში 25 მლრდ გირვანქა სტერლინგის რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების სამმართველო იუწყება, ლონდონმა და მისმა მოკავშირეებმა მოსკოვს ყველაზე მკაცრი სანქციები დაუწესეს, რომელიც ოდესმე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულა. ამის გამო რუსეთმა 2022 წლის თებერვლიდან 400 მლრდ აშშ დოლარი დაკარგა.

„რუსეთის საერთო ფინანსური მდგომარეობა შესუსტდა და მისი ფედერალური ბიუჯეტი სულ მცირე 2026 წლამდე დეფიციტური დარჩება. რუსეთის ეკონომიკაში სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტია და კვალიფიციური მუშახელის სერიოზული შემცირებაა დაფიქსირებული. იზრდება ინფლაცია და მისი ტემპები მიზნობრივ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება“, – წერია უწყების დასკვნაში.

მიმდინარე წლის 6 იანვარს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს და დასავლეთის ქვეყნებისგან გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვეს. ბრიტანელი დეპუტატების აზრით, ეს აიძულებდა მოსკოვს, რომ თავისი დანაშაულისთვის საფასური გადაიხადოს.

banner
წინა სტატიაშიონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდება
შემდეგი სტატიამდინარაძე: სენატორი რიში ან წარსულს გაემიჯნება, ან გამყარდება ეჭვი დიფ სთეითზე