- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
დიდინეძის ინციდენტის ერთ ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს
მნიშვნელოვანი
- დიდინეძის ინციდენტის ერთ ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს
სხვა სტატიები
დიდინეძის ინციდენთან დაკავშირებით ეჭვმიტანილ კახაბერ ქირიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 162-ე მუხლის 1 ნაწილით აღიძრა, რაც არჩევნებში ან პლებისციტში განხორციელებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ან 2 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ანდა იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კახაბერ ქირია ინციდენტში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.
შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მისი ახალგაზრდული ფრთის სამ წევრს „ენმ“-ის აქტივისტებმა სცემეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი, მომხდარს „კარგად დაგეგმილ პროვოკაციას“ უწოდებს. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მათი ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, „რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.“
„ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსმა, პაპუნა კუკავამ იმ ინციდენტთან დაკავშირებით “თაიმერთან” გააკეთა განცხადება, რომ მათი მხრიდანაც იყო ხელის დარტყმა, თუმცა ჩხუბი ახალგაზრდებმა დაიწყეს, რის შედეგადაც მისი და მისი ნათესავის ავტომანქანა დაზიანდა, თავად კი სხეულზე დაჟეჟილობა მიიღო.