“დიდიხანია ამ პარტიაში არის განხეთქილება”- კობახიძე ენმ-დან ვაშაძის წასვლას ეხმაურება

გიორგი ვაშაძის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ დატოვებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარტიაში არსებულ დაპირისპირებას უკავშირებენ. პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით ენმ-ში განხეთქილება დიდი ხანია რაც არსებობს.

„დიდიხანია ამ პარტიაში არის განხეთქილება, თავის დროზე გენერალურმა მდივანმა დატოვა ეს პარტია, ზურაბ ჯაფარიძე იყო გენერალური მდივანი, გაემიჯნა მათ და საკუთარი პარტია შექმნა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, პარტიის თავმჯდომარე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, მან დატოვა სამშობლოც, პარტიაც, ყველა და ყველაფერი. ნაკლებად მაინტერესებს შიგნით, პარტიაში რა არეულობა აქვთ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ არის დავა ადგილებზე სიაში, მაჟორიტარ დეპუტატებზე, მთელი რიგი საკითხებია თანამდებობის გადანაწილების, რაშიც ალბათ ვერ თანხმდებიან“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიბესიკ ხარძიანისთვის ბიზნესის წართმევის საქმეზე გია უდესიანსა და ალექსანდრე მუხაძეს ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: საკრებულოში მივალ აუცილებლად ოღონდ დეკემბერში