“დიდი ტრაგედია გვაქვს, ყველა ერთად უნდა დავუდგეთ გვერდში გარდაცვლილთა ოჯახებს”- ზურაბ ალავიძე

საქართელოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ტყიბულის, მინდელის შახტაში დაღუპულ მეშახტეთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე მოგვიანებით ისაუბრებს.
„დიდი ტრაგედია გვაქვს, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და მეშახტეებს, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება, მასში ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები და ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ახლა ყველა ერთად უნდა დავუდგეთ გვერდში გარდაცვლილთა ოჯახებს და მეშახტეებს“ – განაცხადა ალავიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსთაველზე, აქციისას დაკავებულების სასამართლო გადაიდო
შემდეგი სტატია“მნიშვნელოვანია, გაირკვეს ადგილი ხომ არ ჰქონდა სისხლისსამართლის დანაშაულის ნიშნებს”- აბესაძე ტყიბულის ტრაგედიაზე