დიდი შვიდეულის მინისტრები უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის შეკავებაზე შეთანხმდნენ

G7 ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების შესახებ შეშფოთება გამოთქვეს – ამის შესახებ ნათქვამია მინისტრთა შეხვედრის შედეგების კომუნიკეში – სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია რუსეთის მოქმედებები, რომელიც სხვა ქვეყანაში დემოკრატიული სისტემების მორღვევებისკენ არის მიმართული, ასევე, ყურადღება გამახვილებულია რუსეთის არაკეთილი განზრახვებით გამოწვეულ ჰიპერაქტიურობასა და მის მიერ დეზინფორმაციის გამოყენებაზე.

გარდა ამისა, დიდი შვიდეულის მინისტრებმა რუსეთს მოუწოდეს გამოიძიოს რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოსაწამლად გამოყენებული ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევა.

რუსეთის გარდა, G7-ის შეხვედრაზე ჩინეთსაც დიდი ყურადღება დაეთმო.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი სწრაფი რეაგირების სამხედრო ძალების შექმნას განიხილავს
შემდეგი სტატიაპანდემიის გამო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არ ჩატარდება