„დიდი შვიდეულის“ და ევროპელმა ლიდერებმა უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა განიხილეს

Reuters-ის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა განიხილეს.

ირკვევა, რომ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინეთის, ნორვეგიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ლიდერები.

აღსანიშნავია, რომ დისკუსიის დაწყებამდე საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის არაფორმალური უსაფრთხოების ალიანსის შეხვედრა გაიმართა.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის ლიდერები ერთად შეიკრიბებიან და უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზებზე ისაუბრებენ. დიდი ოცეულის ქვეყებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რა ულტიმატუმს უყენებენ კიევს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.
რა წერია ტრამპის 28-პუნქტიან გეგმაში:

გეგმის ძირითადი პუნქტებია:
• რუსეთი ვალდებულდება, რომ მეზობელ ქვეყნებში აღარ შეიჭრება;
• ნატო აღარ გაფართოვდება;
• ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი დე ფაქტო აღიარებას მიიღებს, როგორც რუსული რეგიონები;
• რუსეთს გადაეცემა უკრაინის ის მიწებიც, რომლებიც დღეს კიევის კონტროლქვეშაა;
• ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ნაწილი დარჩება პუტინის ხელისუფლებაში;
• უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე;
• უკრაინის არმია მნიშვნელოვნად შემცირდება.

banner
წინა სტატიაშიჩვენება ფარცხალაძის და გაბიტაშვილის წინააღმდეგ – პოლიციის ყოფილი უფროსის სკანდალური მხილება
შემდეგი სტატია“რუსთაველის გამზირზე” სამოქალაქო აქტივისტი სოფო მარკოზია დააკავეს