დიდი შეცდომა იყო თუ ხელისუფლება იმიტომ გადადგა, რომ ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმე გადაეფარა

მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უკვე გამოიკითხა მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე.

ზაზა სარალიძემ მკვლელობის შესახებ და მკვლელობის შემდეგ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მან დეტალურად გაიხსენა საქმის გამოძიების პროცესში რა სახის ურთიერთობა ჰქონდა საქმის პროკურორებთან.

სარალიძემ განაცხადა, რომ პროკურორებს ხშირად თავად აიძულებდა გამოეძახებინათ დაკითხვაზე კონკრეტული პირები, თუმცა მოწმეები ერთი კვირის დაგვიანებით მოჰყავდათ პროცესზე და უმრავლეს შემთხვევაში ისინი ჩვენებებს ცვლიდნენ.

მოკლული მოზარდის მამამ ეკა ბესელიასაც მიმართა და განმარტა, თუ რა მიზეზით ეწინააღმდეგებოდა მის საგამოძიებო კომისიაში შეყვანას.

სარალიძემ თქვა, რომ ბესელია ერთ-ერთი იყო იმ პირებს შორის, რომელიც მის დისკრედიტაციას შეეცადა. დავით სარალიძის მამამ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის შესახებაც ისაუბრა.

“ძალიან დიდი შეცდომა იყო თუ ხელისუფლება გადადგა იმისთვის, რომ ჩემი და მაჩალიკაშვილის საქმე გადაეფარა. ძალიან ცუდია, რომ მხოლოდ ჩემს შვილზე აკეთებენ აქცენტებს. მაჩალიკაშვილი ვინ მოკლა. რატომ არ უნდათ ამ კაცს პასუხი გასცენ, ძალიან საეჭვოა,”-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მეორე მოკლული მოზარდის დედისა და ადვოკატის გამოკითხვა მიმდინარეობს.საქმეში მონაწილე და საქმესთან დაკავშირებული პირების გამოკითხვა კი მომავალი კვირიდან დაიწყება.

banner
წინა სტატიაში“თიბისი ბანკმა” შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან 120 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
შემდეგი სტატიამეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემული პირებისთვის პროკურატურა 50-50 ათასიან გირაოს ითხოვს