რუსეთის ქალაქებში ხელისუფლება ალექსეი ნავალნის სპონტანურ მემორიალებს ანადგურებს – იღებს ყვავილებს და პოლიტიკოსის პორტრეტებს. ასე, მაგალითად, მოსკოვში, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ყვავილები და სანთლები გაიტანეს სოლოვეცკის დასავლეთის კედლიდან და ზამოსკვორეცკის ხიდიდან.
ასევე, ვრცელდება მემორიალის განადგურების კადრები ეკატერინბურგიდან, ხაბაროვსკიდან, ვლადივოსტოკიდან, ულიანოვსკშდან, ტაშკენტსა და პერმიდან. Astra იუწყება, რომ ნოვოსიბირსკში უსაფრთხოების ძალებმა ალყა შემოარტყეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლს, სადაც ხალხს ყვავილები მიჰქონდა, მაგრამ მოქალაქეები კვლავ აგრძელებს ძეგლის გვერდით ყვავილების დალაგებას და სანთლების ანთებას.
Sibir Media ასევე, იუწყება სულ მცირე ორი დაკავების შესახებ ნოვოსიბირსკში. OVD-Info (რუსეთში შეტანილია „უცხოური აგენტების“ რეესტრში) იუწყება, რომ დღეს, დილის მდგომარეობით, 13 ქალაქში (უმეტესად სანქტ-პეტერბურგში) უკვე დაკავებულია 110-ზე მეტი ადამიანი. ეკატერინბურგში პოლიციამ განაცხადა, რომ მონუმენტი “სევდის ნიღაბი”, სადაც ხალხს ყვავილები მიჰქონდა, “აღებულია”. ამავდროულად, ეკატერინბურგში დიდი წარწერა “Navalny” ქალაქის ცენტრში გამოჩნდა.