დიდი ომი „ოცნებაში“

"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებსვინ ვისთან დაწყვილდება საარჩევნოდ და რატომ დუმს ივანიშვილი

სამთავრობო კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. წინააღმდეგობა ორ ფრონტზეა გაშლილი: ერთია „რესპუბლიკური“ პარტია და გოგი თოფაძე, მეორე – ელისო ჩაფიძის ღია წერილი. უფრო ადრე კი საზოგადოების ყურადღების ცენტრში არმაზ ახვლედიანი აღმოჩნდა, რომელმაც კოალიციის ცალკეულ წევრებს „ბებერი ნიანგები“ უწოდა.

„არჩევნებამდე 8 თვით ადრე მმართველ გუნდში დაწყებული დაპრიპისრება „ოცნებას“ კარგს არაფერს უქადის,“ – ამბობენ „თაიმერის“ კონფიდენციალური წყაროები პირადი საუბრის დროს და იმასაც დასძენენ, რომ ვითარება თანდათან გამწვავდება და კოალიციის მოქმედი თუ ყოფილი წევრები საჯაროდ ისეთ რაღაცებს იტყვიან, რომ საზოგადოებას თმა ყალყზე დაუდგება.

„იცით, როგორი სიტუაცია? – იმ ადამიანებს, რომლებიც ე.წ. ეროვნულ გრძნობებზე თამაშობენ და რომელთაც ხალხში დიდი ავტორიტეტი მაინცდამაინც არ აქვთ, უნდათ, ისე წარმოაჩინონ, რომ მათზე პატრიოტები არავინ არ არიან. ამიტომ, შემუშავდა გეგმა, რომ იერიში მიიტანონ „რესპუბლიკელებზე“, რომელთაც ხან „ნაციონალებთან“ ფარულ ალიანსში ამხელენ და ხან იმას აბრალებენ, რომ აი, დასავლეთის დავალებით, ქართველობას გვართმევენო. ბუნბრივია, ვერაფრით ვერ დავამტკიცებ, რომ „რესპუბლიკელებთან“ მებრძოლები რუსეთისგან იმართებიან, მაგრამ თვალნათელია, რომ „რესპების“ წინააღმდეგ დაწყებული კამპანია სწორედ ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი ერთ-ერთი წყარო, რომელიც 2012 წლამდეც და ახლაც მიიჩნევს, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა სწორედ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი და, ზოგადად, დასვლეთია.

tripolski

„რაც შეეხება ელისო ჩაფიძეს, მე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვიცოდი, რომ ელისო საარჩევნოდ „ოცნებაში“ აღარ იქნნებოდა. უფრო მეტიც, ისიც გავიგე, რომ მის ნაცვლად ტყიბულის მაჟორტარობის კანდიდატი შესაძლოა, ოთარ აბესაძე იყოს, რომელსაც, როგორც ვიცი, ირაკლი ტრიპოლსკი მფარველობს. ზოგადად, ტრიპოლსკი ბიძინა ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული პირია და როგორც ამბობენ, ხელშეუხებელიც არის. პირადად მე, ეს სულაც არ მიკვირს, რადგან ტრიპოლსკი და ბიძინა ჯერ კიდევ ე.წ. პირველი „მე-9 არხის“ დროიდნა მეგობრობენ – მაშინ ტრიპოლსკი ამ ტელევიზიის დირექტორი იყო. მაშინ კი, როცა პოლიტიკაში მოვიდა, ცოტა ხანი, ირაკლი ტრიპოლსკი ივანიშვილის პრესმდივნად მუშაობდა,“ – იხსნებეს „თაიმერის“ ინფორმატორი.

„თამერის“ წყარო იმ სცენარზეც ლაპარაკობს, რომლის თანახმადაც „ოცნებაში“ დაწყებული გაუგებრობა, შესაძლოა, იმით დამთავრდეს, რომ კოალიცია საერთოდ დაიშალოს, ან უფრო სწორად, კოალიცია „რესპებმა“ კი არ დატოვონ, არამედ, ე.წ. პრორუსულმა ფრთამ.

„მაქვს ინფორმაცია, რომ არჩევნების წინ რამდენიმე ახალი კოალიცია შეიქმნება. ადრე, როგორც მახსოვს, უკვე გითხარით, რომ პაატა ბურჭულაძე თავისი რესურსით, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიასთან მივა. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ ალასანიას გვერდით სხვა პროდასავლური პოლიტიკური ძალებიც დადგნენ, თუმცა ამ შემთხვევაში, არ ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“. შეიძლება, პაატა დავითაიას და ასეთ პატარ-პატარა პარტიებს რეიტინგი არ აქვთ, მაგრამ თუ შეიქმნება პროდასავლური კოალიცია, მის რიგებში, არ გამოვრიცხავ, ვიხილოთ საზოგადოებისთვის კარაგად ცნობილი ისეთი სახეები, რომელების მიმართაც ხალხს ნდობა აქვს.  შესაბამისად, მათ ნათქვამს, რომ დასავლეთის გარეშე საქართველო ვერ იარსებებს, მოსახლეობა დაიჯერებს.

ამასთან ერთად, მერწმუნეთ, კიდევ ერთი კოალიცია, ან ალიანსი შეიქმნება, რომელშიც პრორუსული ძალების ნაწილი გაერთიანდება, თუმცა ამ გაერთიანებაში, როგორც გავიგე, არ შევა ნინო ბურჯანაძე. მისი პარტია არჩევნებში მარტო გამოვა და შეეცდება, რომ ხმების ის რაოდენობა დააგროვოს, რომ ახალ პარლამენტში ფრაქცია შექმნას. თოფაძე იგივე ბურჯანაძეა, თუმცა ის პრორუსულ კოალიციაში შეიძლება, ვიხილოთ,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც იმასაც ვარაუდობს, რომ პოლიტიკურ სცენაზე კიდევ ერთი საარჩევნო გაერთიანება გამოჩნდება, რომელიც ე.წ. ეროვნული ნიშნით შერჩეული ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული და რომელიც ძირითადად „რესპების“ საპირწონედ შეიქმნება.

„ეს გეგმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ არსებობდა, მაგრამ მაშინ იდეამ ხორცი რატომღაც ხორცი ვერ შეისხა. როცა ამის შესახებ პირველად მითხრეს, არ დავიჯერე და მეგონა, რომ ჩვეულებრივი ფანტაზია იყო, მაგრამ ბოლო დღეებში მოვლენები ისე ვითარდება, რომ ყველაფერი, რაც ორი წლის წინ მითხრეს, მართალი ყოფილა, მაგრამ მთელ ამ აბრაკადაბრაში, იცით, რა არის საინტერესო? – „ნაცმოძრაობა“ ყველას დაავიწყდება და შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ არჩევნებში მიშას გუნდმა ხმების იმაზე მეტი რაოდენობა მიიღოს, რაც 2012 წლის ოქტომბერში მიიღო. არ ვამბობ, რომ „ნაცები“ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, მაგრამ „ოცნების“ და მისი „ასკოლკების“ კინკლაობა წყალს ზუსტად რომ მიშას წისქვლზე ასხამს, აი, ამაზე არავინ ფიქრობს, თუმცა მგონია, რომ ივანიშვილს ყველაფერი გათვლილი აქვს და შეიძლება, რაღაც ახალი თამაშიც ჩაიფიქრა და ალბათ, ამიტომაც არის ჯერჯერობით ჩუმად,“ – ამბობს თავის მოსაზრებას „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

banner
წინა სტატიაში„ქართული ლეგიონი” უკრაინის არმიის ნაწილი ოფიციალურად გახდა
შემდეგი სტატიარუსეთ-თურქეთის კონფლიქტის შემთხვევაში ნატომ უარი განაცხადა თურქეთის უპირობო მხარდაჭერაზე