დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების მცდელობის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების მცდელობის ფაქტზე მოქალაქე ვახტანგ წ. დააკავეს.

გამოიძების ინფორმაციით, ვახტანგ წ. პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა პირობითი სასჯელისგან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, რის სანაცვლოდაც წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 5000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიასეთი აჯღაბუჯღა ოლქები პირადად გიორგი კვირიკაშვილმა შექმნა – მიხეილ მაჭავარიანი
შემდეგი სტატიაქობულეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია