29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაზარალებულებს გაეცნო როგორც წარმატებული სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი და მათ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა.

ამასთან, განმარტავენ, რომ ნაკისრი ვალდებულებების სწრაფად შესრულების საბაბით, ბრალდებულმა დაზარალებულებს თანხის წინასწარ გადახდა მოსთხოვა. ბრალდებულმა დაზარალებულებისგან ჯამში 645 000 ლარი მიიღო, რაც სრულად მიისაკუთრა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიPOLITICO: კიევის მოკავშირეები ცდილობენ თავიდან აიცილონ ტრამპთან დაპირისპირება „დიდი შვიდეულის“ სამიტზე
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი მიმდინარეობს