33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის ნასამართლევი ბრალდებული დაზარალებულს ჰპირდებოდა, რომ თითქოსდა პროკურატურასა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით, საერთაშორისო დახმარების ფარგლებში დაკავებული პირის საქართველოდან ექსტრადირება არ მოხდებოდა. ასევე, იგი დაზარალებულს არწმუნებდა, რომ დაკავებულისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღებასა და ვიზის მიღებაში დაეხმარებოდა. ხსენებული გზით, ბრალდებული დაზარალებულის კუთვნილ 37 000 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიმესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება