20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისთვის, მოქალაქეების მიერ სხვადასხვა დროს გადახდილი 120 000 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დამნაშავე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ფარულავა: გვჯერა, ეკლესია იქნება მშვიდობის, თანადგომის და ეროვნული ერთიანობის მთავარი საყრდენი ქვეყანაში
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ “ოცნების” წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა