21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 564.48 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (მარილი) შემცველი 16 128 ტაბლეტი, წარწერით M40, რაც საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

„სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის ხელჩანთიდან და მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში მოწყობილი სამალავიდან ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშიო III: ამ წუთებში განსაკუთრებით ვგრძნობ, რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, ილია მეორის მწყემსმთავრობის გზა
შემდეგი სტატიამეუფე მიქაელი: ჩვენ ვერც ვერავის დავიჭერთ და ვერც ვერავის გამოვუშვებთ