13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 6 შეფუთვად დაფასოებული, ჯამში – 140 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,ალფა-პვპ” ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“მიითვისეს $190 502 და ₾42 600” – ბათუმში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება