დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია ესპანეთის მოქალაქე

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო
ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში
უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ესპანეთის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული
ც.გ.ლ. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულისგან 4 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის
შემცველი ნარკოტიკული საშუალების 56 აბი და 7,19793 გრ კანაფის ფისის
შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე
მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაშიყალბი 100-დოლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე, რუსთავში ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს