დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, ისრაელის მოქალაქე – 1999 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

„სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულების ბარგის შემოწმების შედეგად, რვა აბი და აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშივენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა
შემდეგი სტატიარუსეთმა სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები გააგზავნა იმ ტანკერის გასაცილებლად, რომლის დაკავებაც აშშ-ს სურს