დიდი ოდენობით მრგვალი მორის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა მარტვილში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში დიდი ოდენობით მრგვალი მორის უკანონო ჭრა-ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

“სოფელ ბალდის მკვიდრი გ.წ. სატვირთო ავტომანქანით 22 ერთეული სხვადასხვა სახეობის მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. მოქალაქე არ დაემორჩილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას მანქანის შეჩერების თაობაზე და მორები მანქანიდან გადმოყარა. ” – წერია განცხადებაში.

შესაბამისად, სამართალწარმოება უფლებამოსილი პირების მიმართ დაუმორჩილებლობის ფაქტზეც დაიწყო.

“უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მსგავსი შემთხვევის მიმართ, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება სამართალდამრღვევების მხრიდან დაუმორჩილებლობის ფაქტს ჩვენი მიდგომა იქნება მკაცრი და პრინციპული“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.

მათივე ცნობით, საქმეზე გრძელდება ადმინისტრაციული საქმისწარმოება, გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შემდგომ, საქმის მასალები გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში.

banner
წინა სტატიაში“ფოცხოეწერის მოსახლეობა სასმელი წყლით სრულად იქნება უზრუნველყოფილი”– 3 შესრულებული დაპირება
შემდეგი სტატიარუსეთი დასავლეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება” – ფინეთის პრემიერი